საერთაშორისო ტერორისტული ორგანიაზაცია "ალ-ქაიდას" ლიდერი ამან აზ-ზავახირი სირიელ ხალხსა და მუსულმანებს პრეზიდენტ ბაშარ ასადის დამხობისკენ მოუწოდებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას "როიტერი" "ალ-ქაიდას" ლიდერის ვიდეო მიმართვაზე დაყრდნობით ავრცელებს. შვიდ წუთიანი აზ-ზავახირის
ვიდეო მიმართვა ერთ-ერთ ისლამურ ინტერნეტ საიტზე იყო გამოქვეყნებული.
თავის მიმართვაში "ალ-ქაიდას" ლიდერი სირიელებს მოუწოდებს ნუ იქნებიან დასავლეთის და არაბული ქვეყნების იმედზე.
"ჩვენი მომხრეები (ხელისუფლების წინააღმდეგ მებრძოლები) არ საჭიროებენ დასაველთის, აშშ-ს, თურქეთის და მათი კორუმპირებული ხელისუფლებების დახმარებას", - აცხადებს აზ-ზავახირი და აქვე თურქეთის, ირანის, იორდანიის და ლიბანის მუსულმანებს მოუწოდებს, სირიაში ასადის წინააღმდეგ აჯანყებულების დასახმარებლად ბოევიკები გაგზავნონ.
შეგახსენებთ, რომ სიარიაში უკვე წელიწადია მთავრობისა და პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით დემონსტრაციები მიმდინარეობს. საჯარისო შენაერთებსა და მომიტინგეების შეტაკებების დროს 5 ათასამადე ადამიანია დაღუპული.
აღსანიშნავია, რომ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სირიის ხელისუფლების წინააღმდეგ რეზოლუციის მიღება იგეგმებოდა, რომელიც ჩინეთმა და რუსეთმა დაბლოკეს.