თურქმენეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაისხნა. თურქმენეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საარჩევნო სიაში 2 მილიონ 987 ათასი ამომარჩეველია რეგისტრირებული.
ქვეყნის საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, არჩევნები ჩატარებულად ჩაითვლება თუ მასში მონაწილეობას ამომრჩევლის 50%-ზე მეტი მიიღებს.
თურქმენეთის პრეზიდენტის სავარძლისთვის სულ 8 კანდიდატი იბრძვის. ესენი არიან - თურქმენეთის პრეზიდენტი ბურბანგულ ბერდიმუხამედოვი, ჩრდილოეთ რეგიონის გუბერნიის, სოფლის მეურნების მინისტრის მოადგილე რედჟეპ ბაზაროვი, ასევე "თურქმენგაზის" მართველი კაკაგელდი აბდილაევი, სახელმწიფო კონცერნი "ტურკმენებიტის" ხელმძღვანელი გურბანმამეტ მოლანიაზოვი, წყლის რესურსების მინისტრი ანაგელდი იაზმირადოვი, თურქმენეთის მშენებლობის სამინისრტოს გაერთიანების "ლებაპეურაუშიკის" ხელმძღვანელი ესენდურად გაიპოვი, ბამბის ფაბრიკის დირექტორი საპაპმიპატ ბატიროვი და ენერგეტიკისა და მრეწველობის მინისტრი იამუხამატ ოპაზგუილები.
თურქმენეთის კანონმდებლობით, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც არჩევნებში მონაწილე ამორჩეველის ხმების ნახევარზე მეტს მიიღებს.