პაკისტანში მომხდარი აფეთქების დროს შვიდი ადამიანი დაიღუპა. ინციდენტი ქალაქ პეშავარში მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ბომბი ახალ ტელევიზორში იყო ჩამონტაჟებული, რომელიც მოქმედებაში მისი პულტით ჩართვის დროს მოვიდა.
ტერაქტის შედეგად შვიდი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ხოლო სამი მძიმედ დაშავდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით ადგილობრივმა სამართლადმაცველებმა სისხლის სამართლის საქმე უკვე აღძრეს, თუმცა ვისი ორგანიზებულია ტერაქტი ჯერ-ჯერობით უცნობია.