ისრაელის ავაიციამ ღაზას სექტორი დაბომბა. ავიადარტყმების დროს ღაზას სექტორში ერთი ადამიანი დაიღუპა.
"ბი-ბი-სის" ინფორმაციით, აღნიშნული ფაქტი ისრაელის არმიაში უკვე დადასტურეს, სადაც განაცხადეს, რომ მათ სამიზნეს იარაღის შესანახი გვირაბების განადგურება წარმოადგენდა.
ამასთან, ისრაელის სამხედრო ხელმძღვანელის თქმით, ავიადარტყმა იყო პასუხი ღაზას სექტორიდან განხორცილებული დარტყმის, რომლის დროსაც ისრაელის ერთი მოქალაქე დაიჭრა.