იაპონიის იმერატორი აკიხიტო ჰოსპიტალიზირებულია. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აკიხიტო, ბოლო სამი თვის განმავლობაში საავადმყოფოში უკვე მეორედ მოხვდა. გუშინ მონარქი ტოკიოს უნივერსიტეტის საავადმყოფოში გადაიყვანეს, საადაც მას კარდიოლოგიური გამოკვლევები ჩაუტარდება.
აკიხიტოს ჰოსპიტალიზაციის მიზეზი კი ბოლო ელექტროკარდიოგრამა გახდა, რომლის პასუხებიც საკმაოდ ნეგატიური იყო.
11 მარტის მიწისძვრისა და „ფუკუსიმა 1"-ზე დატრაილებული მოვლენების მიუხედავად, 77 წლის იმპერატორი დაზარალებულებთან რამდენჯერმე იმყოფებოდა. რაც სავარაუდოდ ნეგატიურად აისახა მის ჯანმრთელობაზე და იმპერატორს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა.