რუსეთის არმია ოპერატიულ-ტაქტიკური კომპლექსების "ისკანდერებისა" და საზენიტო-სარაკეტო დანადგარების "პანცირის" შესყიდვას გააგრძელებს. ეს განცხადება რუსეთის ვიცე-პრემიერმა დიმიტრი როგოზინმა გააკეთა.
"რუსეთის ფედერაციიის საჰაერო-კოსმიური განვითარების კონცეფცია მოსკოვის აშშ-სა და ნატოსთან მოლაპარაკებების შედეგების მიუხედავად მაინც გააგრძელებს ფორმირებას", _ განაცხადა როგოზინმა.
მისივე თქმით, ამჟამად რუსეთის ფედერაცია აწარმოებს მოლაპარაკებებს "ისკანდერების" შესყიდვასთან დაკავშირებით. როგოზინი ასევე იმედს გამოთქვამს, რომ ეს მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება. იგივე ხდება კომპლექს "პანცირთან" დაკავშირებით.