აშშ-ს პოლიციამ ლოს-ანჟელესში მამაკაცი დააკავა, რომელიც ფსიქატრიული დაწესებულებიდან გაიქცა და რომელიც მადონას მკვლელობით ემუქრებოდა.
54 წლის რობერტ დიუი ხასკინი შემჩნეული იქნა იმ საავადმყოფოს მახლობლად, საიდანაც ის ერთი თვის უკან თავად გაიქცა. პოლიციის ინფორმაციით, ხასკინს მძიმე ფსიქიატრიული აშლილობა აქვს და ის საფრთხეს წარმოადგენს გარშემომყოფთათვის.
აღსანიშნავია, რომ 1996 წელს ხასკინს სასამართლომ, მადონას მუქარისათვის, 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლოზე მან განაცხადა, რომ თავის ჩანაფიქრს მაინც ბოლომდე მიივანს, თუნდაც ციხიდან.