დღეს, 11 იანვარს, ბათუმში სასტუმრო "ინტურისტში" ამერიკელი სენატორის ჯონ მაკკეინის არაოფიციალურ შეხვედრას ოპოზიციის ლიდერებთან "დემოკრატიული მოძრაობა _ ერთიანი საქართველოსთვის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე არ დაესწრება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" მოძრაობის პრესსამსახურში განუცხადეს, ბურჯანაძე შეხვედრას ობიექტური მიზეზების გამო არ დაესწრება.
"ქალბატონმა ნინომ ნამდვილად მიიღო მიწვევა ჯონ მაკკეინისა და ოპოზიციის ლიდერების შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად, თუმცა როგორც სულ რამდენიმე ხნის წინ გახდა ცნობილი, იგი შეხვვედრას ვერ დაესწრება", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ნინო ბურჯანაძის პრესამსახურის უფროსმა ხათუნა ივანიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი ბთუმში ოპოზიციის ლიდერებთან არაოფიციალური შეხვედრას გამართავს.
შეხვედრისას მთავარი თემა, მომავალი თვითმმართველობის არჩევნების დემოკრატულად ჩატარება, ზოგადად ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების გაღრმავების აუცილებლობა და უსაფრთხოების საკითხები იქნება.