აშშ სასწრაფო წესით მსოფლიოში ყველაზე მძლავრი არაბირთვული ბომბის შექმნაზე მუშაობს, რომელიც გარანტირებულად გაანადგურებს მიწისქვეშ ან გამოქვაბულებში მდებარე ირანის ყველა ბირთვულ ცენტრსა და საცავს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
აშშ-ის კონგრესმა 81,6 მილიონი აშშ დოლარი გამოყო, ყველაზე მსხვილი ავიაბომბის დახასიათებლების შეცვლისთვის. პენტაგონის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ეს "კონგრესისთვის წარდგენილი უსწრაფესი მოთხოვნა-გზავნილი იყო და იგი არ გამოქვეყნებულა".