მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრალური დასი ნიუ-იორკში საგასტროლოდ მიემგზავრება. სპექტაკლს - "ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს" - 850-კაციანი აუდიტორიისთვის ითამაშებენ.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" თუმანიშვილის თეატრის მმართველმა, ზურაბ გეწაძემ განუცხადა, წარმოდგენა ნიუ-იორკის უნივერისტეტის თეატრალურ დარბაზში 25 თებერვალს გაიმართება.
"მიგვიწვიეს ნიუ-იორკში, სადაც სპექტაკლი "ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს" უნდა წარვადგინოთ. ერთკვირიანი ვიზიტის ფარგლებში ვგეგმავთ, ქართველ ემიგრანტებსაც შეხვდეთ", - განაცხადა გეწაძემ.
როგორც ცნობილი გახდა, ამერიკულ პრემიერაზე დასასწრები ბილეთის გაყიდვა უკვე დაიწყო. დასი საქართველოში 2 მარტს დაბრუნდება.