18 თებერვალს, 17:00 საათზე, ა. გრიბოედოვის სახელობის რუსულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში გალაკონცერტი "იაპონური გაზაფხული" გაიმართება. ღონისძიება იაპონიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობის ოცი წლისთავს ეძღვნება.
გალაკონცერტის პროგრამაშია: ა. ადანის ბალეტ "ჟიზელიდან" მეორე მოქმედება, სოლისტები - შინობუ ტაკიტა, სერგეი სიდორსკი; "მანიერიზმის მშვენიერებანი" (მუსიკა: ფ. კუპერინის პიესები კლავერინისთვის, ვ. გრისიანის გაორკესტრება), ბალეტი ერთ მოქმედებად, სოლისტები - ნინო ანანიაშვილი, ლალი კანდელაკი,ვასილ ახმეტელი და უილიამ პრატი; ადაჟიო ნ. რიმსკი-კორსაკოვის ბალეტიდან "შეჰერეზადა", სოლისტები - შინობუ ტაკიტა და სერგეი სიდორსკი; პა დე დე ე.ჰელსტედისა და ჰ.პაულის ბალეტიდან "ყვავილების ფესტივალი ჯენცანოში", სოლისტები - ნინო მათიაშვილი, გიორგი მშვენიერაძე; პა დე სკლიავი ა.ადანის ბალეტიდან "კორსარა", სოლისტები - ნუცა ჩეკურაშვილი, უილიამ სანტოსი; ვ.სალავიოვ-სედოი "გოპაკი", სოლისტი გიორგი მშვენიერაზე და კ. სენ-სანსი "მომაკვდავი გედი", სოლისტი - სინობუ ტაკიტა.