სირიაში სამთავრობო ტანკებმა ქალაქ ჰომსზე შეტევა დაიწყეს, ქვეითები კი ყოველ შენობას "წმენდენ". ეს განცხადება სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭოს ხელმძღვანელმა რამი აბდურახმანმა გააკეთა.
"ტანკები ინშაატის რაიონში შევიდნენ. ყველა კვარტალში სადაც ისინი არიან ძალიან ცუდი ჰუმანიტარული სიტუაციაა. ადამიანებს საჭმელი და წამლები არ აქვთ", _ აცხადებს აბდურახმანი.
შეგახსნებთ, რომ მცირე ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციით, სირიის ქალაქ ჰომსის შემოგარენში 10 ათასამდე ჯარისკაცი იყო მობილიზებული და ქალაქზე იერიშის მისატანად ემზადებოდნენ. სამთავრობო ძალების მიერ ქალაქი ჰომსი მცირე ხნის წინ უკვე დაიცხრილა, შედეგად კი 110 მშვიდობიანი მოქალაქე გარდაიცვალა.
ქალაქ ჰომსის ახლომდებარე სოფლებში მაცხოვრებელი ადამიანები სამთავრობო ჯარების მასშტაბურ იერიშს ელოდებოდნენ. მათივე ვარაუდით იერიში განხორციელდება ყველა დასახლებულ პუნქტზე, რომელიც ლიბანის საზღვრამდე მდებარეობს.
შეგახსნებთ, რომ სულ გაეროს მონაცემებით, სირიაში ანტისამთავრობო გამოსვლების დაწყების შემდეგ 5 ათასზე მეტი ადამიანია დაღუპული.