ვატიკანმა ახალი ინტერნეტსაიტი გახსნა, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით კათოლიკე ეპისკოპოსებს მღვდელ-პედოფილებთან ბრძოლის მეთოდებს შეასწავლის.
პედოფილიის გახშირებული შემთხვების შედეგად დაზარებულთა კომპენსაციამ ეკლესიის მხრიდან ორ მილიარდ ამერიკულ დოლარს გადააჭარბა.
განცხადება საიტის გაშვების შესახებ რომის გრიგორიანულ უნივერსიტეტში ოთხდღიანი უპრეცენდენტო კონფერენციის - "მკურნალობისა და განახლებისკენ" შემდეგ გაკეთდა.
100 ზე მიტი ქვეყნის უმაღლეს იერარქს მღვდელ-პედოფილთა მხრიდან დაზარალებულები პირადად უყვებოდნენ მათ თავს გადამხდარი ტრაგედიის შესახებ.
კონფერენციაზე აღინიშნა, რომ ათი წლის განმავლობაში კონგრეგაციაში ოთხი ათასზე მეტი დაზარალებულის შეტყობინება შევიდა.
წმინდა საყდარი ირწმუნება, რომ პედოფილიის წინააღმდეგ ბრძოლას ყველა შესაძლო ხერხებით გააგრძელებს.