სამთავრობო ჯარების მიერ სირიის ქალაქ ჰომსის საარტილერიო დაცხრილვის შედეგად 110 მშვიდობიანი მოქალაქეა მოკლული. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი საკოორდინაციო კომიტეტები ავრცელებს.
"მოკლულთა შორისაა სამი ოჯახი მთლიანად, მათი გვამები სახლების ნანგრევებში იქნა ნაპოვნი. მრავალი ადამიანი მიღებული ჭრობებისაგან საავადმყოფოში გარდაიცვალა", _ იუწყებიან კომიტეტები.
ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ რომ ჰომსში საარტულერიო დაცხრივლების შედეგად გარდაცვლილია 93 ადამიანი. სულ გაეროს მონაცემებით, სირიაში ანტისამთავრობო გამოსვლების დაწყების შემდეგ 5 ათასზე მეტი ადამიანია დაღუპული.