სირიის არმიის ქმედებებს და ქალაქ ხომსის დაბომბვას აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ "უსაშინლესი სისხლისღვრა" უწოდა.
ამერიკის ლიდერმა კვლავ მოუწოდა სირიის პრეზიდენტს ბაშარ ასადს თანამდებობიდან გადადგომისკენ.
ოპოზიციის განცხადებით, გუშინ, 9 თებერვალს ხომსში საარტილერიო დაბომვის შედეგად 50 ადამიანი დაიღუპა.
გაეროს მონაცემებით, სირიაში ხელისუფებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე დაპირისპირებისას დაღუპულთა რაოდენობამ 5 ათასს გადააჭარბა.
4 თებერვალს რუსეთმა და ჩინეთმა ვეტო დაადეს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას სირიის კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებასთან დაკავშირებით, რადგან დოკუმენტი მათთვის მიუღებელ ფორმულირებეს შეიცავდა. აღნიშნული ფაქტი გააკრიტიკეს დასავლეთის ქვეყნებმა და გაეროს გენერალურმა მდივანმა.