დღეს, 10 თებერვალს, 18:30 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმში ფოტოგამოფენა "გზები ინტეგრაციისკენ" გაიმართება.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ევროკავშირის მიერ სოციალური, ეკონომიკური და კულტურული ინტეგრაციის მხარდაჭერის ამსახველი ფოტომასალა.
ღონისძიებას ოფიციალურად ევროკავშირის ელჩი ფილიპ დიმიტროვი და ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე გახსნიან.
გამოფენას ევროკავშირის წარმომადგენლობა აწყობს, სადაც ასევე, მიღება გაიმართება.