10 და 11 თებერვალს, 20:00 საათზე, კოტე მარჯანიშვილის სახელობის აკადემიური თეატრის სხვენში მონოსპექტაკლი "კრეპის უკანასკნელი ფირი" პრემიერა გაიმართება.
როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" მარჯანიშვილის თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა თამუნა ლალიაშვილმა განუცხადა- "ირლანდიელი ნოველისტის ვილამ ბეკეტის პიესას ლევან წულაძის სარეჟისორო ჯგუფის IV კურსის სტუდენტმა ნიკა ლუარსაბაშვილმა დადგა. სპექტაკლში მონაწილეობს მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი მარლენ ეგუტია. მასში სრულ მარტოობაში მყოფი მოხუცი კრეპის ცხოვრებაა ასახული".