"სირიაში მიმდინარეობს შიდა კონფლიქტი, - არავითარი რევოლუციური განწყობა, რომელიც შესაძლოა სამოქალაქო ომში გადაიზარდოს. რუსეთს ამის დაშვება არ სურს. ამიტომაც ყველა სამშვიდობო მცდელობა, რომელსაც ჩვენ ვანხორციელებთ ერთი მიზნისკენაა მიმართული - სისხლისღვრის შეწყვეტა და შიდა კონფლიქტის მოგვარება", - განაცხდა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლმა ალექსანდრ ლუკაშევიჩმა.
ლუკაშევიჩის აზრით რეფორმები, რომლებსაც სირიის მთავრობა ატარებს დაგვიანებულია.
"უფრო ადრე იყო საჭირო რეფორმების ჩატარება, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს"-განცხადა დიპლომატმა.
სირიაში მიმდინარე დაპირისპირების შედეგად გაეროს მონაცემებით, 5 ათასზე მეტი ადამიანია დაღუპული.
4 თებერვალს რუსეთმა და ჩინეთმა ვეტო დაადეს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას სირიის კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებასთან დაკავშირებით, რადგან დოკუმენტი მათთვის მიუღებელ ფორმულირებეს შეიცავდა. აღნიშნული ფაქტი გააკრიტიკეს დასავლეთის ქვეყნებმა და გაეროს გენერალურმა მდივანმა.