ძლიერმა ყინვებმა ევროპელ ბოსტნეულის მწარმოებლებს მტკივნეული დარტყმა მიაყენა - უპრეცედენტო სიცივემ ხილსა და ბოსტნეულზე ფასების რეკორდული ზრდა გამოიწვია.
ფრანგი ფერმერების თქმით, მთელი ევროპის ტერიტორიაზე მიწა გაყინულია, რაც საგაზაფხულო მოსავალს საფრთხეს უქმნის, სიცივემ შესაძლოა ხეხილიც გაანადგუროს.
ნარგავებისთვის სითბოს შესანარჩუნებლად ევროპელ ფერმერებს სულ უფრო და უფრო მეტი ელექტროენერგიისა და ნახშირის გამოყენება უხდებათ, რაც ყინვის დროს კიდევ უფრო გაძვირდა. გახარჯული საწვავის თანხა კი ბოსტნეულის წარმოების თვითღირებულების ნახევარს შეადგენს, დამატებითი ხარჯები კი საბოლოოდ მომხმარებელს აზიანებს.
ამასთან ერთად, ზამთარში ხილი და ბოსტნეული დასავლეთ ევროპიდან, კერძოდ კი საფრანგეთიდან ექსპორტზე აფრიკაში გააქვთ, თუმცა ძლიერი ყინვისა და დიდთოვლობის გამო სატვირთო მანქანები მაღაზიებამდე მისვლას ვერ ახერხებენ.
იტალიელ ფერმერთა კონფედერაციის შეფასებით კი, ეროვნული აგრარული სისტემის დანაკარგებმა ანომალიური სიცივის გამო სულ მალე შესაძლოა 150 მილიონი ევრო შედგინოს.