მოსკოვში რუსეთის ფედერაციის კინემატოგრაფისტთა კავშირის დარბაზში აფხაზ სეპარატისტთა ლიდერის ვლადილავ არძინბასადმი მიძღვნილი დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია გაიმართა.
აღნიშნული ფილმის პრეზენტაციას რუსეთის კინემატიგრაფისტთა კავშირის წევრები, ჟურნალისტები და რუსეთში აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. საელჩოების თანამშრომლები ესწრებოდნენ.
"დოკუმენტურ ფილმში კარგადაა ასახული ხალხის დამოკიდებულება თავისი ლიდერის მიმართ: სიამაყე, პატივისცემა, სიყვარული და იმედი ყველზე რთულ სიტუაციებშიც კი. საპატიო სტუმრებს შორის იყო ვლადისლავ არძინბას ქვრივი სვეტლანა ჯერგენია", _ ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.