ევროპაში მკაცრი ზამთის პარალელურად, შპიცბერგერის არქიპელაგში ანომალიურად თბილი ამინდია. 8 თებერვალს იქ ტემპერატურის მაქსიმალური დონე, +7 გრადუსი დაფიქსირდა. ამინდის ანომალიამ პრობლემები შეუქმნა არქიპელაგის ყველზე დიდი დასახლებულ პუნქტ ლონგირბიუენს. ზვავისა და მეწყერის საშიშროების გამო დახურულია სკოლები. ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, რომ თბილი ამინდების გამო ქუჩაში გასვლა შეუძლებელია. მოლიპულ გზებზე არსებობს ტრავმების მიღების საშიშროება.
შპიცბერგერის არქიპელაგი, ძირითადად, ყინულის მასას წარმოადგენს, სადაც ტემპერატურა მუდმივად ნულზე ქვემოთაა. ტემპერატურის მატებასთან ერთად იქმნება მრავალი პრობლემა, რომელიც ყინულის ლღობას უკავშირდება.
აღსანიშნავია, რომ არქიპელაგი უკიდურეს ჩრდილოეთით მდებარეობს.