"პირობა სირიაში სისხლისღვრის დასრულების შესახებ, რომელიც სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მისცა, მანიპულირების საგანი იყო და მას არ უნდა ვენდოთ", - ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალენ ჟუპემ განაცხადა.
"საერთოდ არ მჯერა სირიის რეჟიმის მიერ აღებული ვალდებულებების", - განაცხადა ალენ ჟუპემ და დასძინა: "ეს არის ის მანიპულაცია, რომელზედაც ჩვენ არ წამოვეგებით".
შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ პრეზიდენტი მზადაა ოპოზიციის წარმომადგენლებთან დილაოგისთვის. მან ასევე აღნიშნა, რომ ახლო მომავალში ასადი ქვეყნის ახალ კონსტიტუციიასთან დაკავშირებით დაგეგმილი რეფერენდუმის ვადებს დაასახელებს.