ორი ჰოლანდიელი ჟურნალისტი სასამართლოს წინაშე წარდგა. მათ ბრალდება ედებათ "ეს-ესის" ყოფილი ოფიცრის, ჰაინრის ბურეს პირად ცხოვრებაში ჩაურევლობის დარღვევა.
ვიდეოჩანაწერზე, რომლის გადაღებაც ბრალდებულებმა მოასწრეს, ჩანს, რომ თავიდან უარზე მყოფმა 90 წლის ოფიცერმა, უეცრად თავად დაიწყო მოყოლა საკუთარი სამხედრო წარსულის შესახებ.
ჟურნალისტთა დასჯის მაქსიმალურმა ვადამ შესაძლოა სამი წელიწადი შეადგინოს.
თავად ყოფილ ნაცისტს, ჰაინრის ბურეს, 2009 წელს სამხედრო დანაშაულების ჩადენის გამო სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, მაგრამ 2012 წლის დეკემბრამდე იგი გერმანიის ქალაქ ეშვაილერის მოხუცებულთა სახლში იმყოფებოდა.