სამხრეთ ჩინეთის პროვინცია გუანდუნის მაღალჩინოსანი ორსულ ქალებს ჯარით ემუქრება, იმ შემთხვევეში, თუ ისინი "ერთი ოჯახი - ერთი ბავშვი" წესის დარღვევით სამშობიაროდ ჰონგ-კონგში გაემგზავრებიან.
ეს გაფრთხილება იმის შემდეგ გაჟღერდა,რაც ჰონგ-კონგში ერთ-ერთ სარეკლამო გაცხადებაში ჩინეთის დედები კალიებად იყვნენ მოხსენიებულნი.
ბრიტანეთის ყოფილი კოლონია ამჟამად არის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ნაწილი, მაგრამ განსხვავებული წესები აქვს,რომელიც უფრო და უფრო მეტ ორსულს იზიდავს, რათა გვერდი აუარონ "ერთი ბავშვის" წესს.
2011 წელს ჰონგ-კონგის ნახევარზე მეტი ახალშობილის დედა ქვეყნის დანარჩენი ტერიტორიიიდან იყო ჩასული.