რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატის ვლადიმერ პუტინის წინასაარჩევნო შტაბი 23 თებერვალს მოსკოვში 200-ათასიანი მიტინგის გამართვას გეგმავს.
მიტინგის ლოზუნგი იქნება "დავიცვათ სამშობლო", - განაცხადა წინასაარჩევნო შტაბის თავმჯდომარემ სტანისლავ გოვორუხინმა.
მისი თქმით, აქციაში მონაწილეობას მოსკოველების გარდა რეგიონების მისახლეობაც მიიღებს.
მოსკოვის პოლიციის ცნობით, ვლადიმერ პუტინის მხარდასაჭრად 4 თებერვალს 138 ათასი ადამიანი შეიკრიბა.
იმავე დღეს კი, როგორც რუსეთის ოფიიციალური სტრუქტურები იტყობინებიან ბოლოტნიზე ოპოზიციის მიტინგს 36 ათას ადამიანი ესწრებოდა.