მოსკოვში ვაშინგტონის საპასუხო ნაბიჯების გადადგმას და სტრატეგიული შეტევების შეიარაღების შეთანხმებიდან გამოსვლის შესაძლებლობას არ გამორიცხავენ. თუმცა, როგორც რუსეთის საგარეო საქმითა სამინისტროს უშიშროებისა და განიარაღების დეპარტამენტის დირექტორი მიხაილ ულიანოვი აცხადებს, ამ თემაზე ოფიციალური საუბარი ჯერჯერობით არ მიმდინარეობს.
"რა თქმა უნდა, არ გვსურს, რომ გარემოებებმა ამ ნაბიჯის გადადგმა გვაიძულოს, მაგრამ ამას ვერ გამოვრიცხავთ", - განაცხადა ულიანოვმა.
იმის შესახებ, რომ რუსეთი, შესაძლოა, სტრატეგიული შეტევების შეიარაღების შეთანხმებიდან გამოვიდეს, ჯერ კიდე გასული წლის შემოდგომაზე რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმაგანაცხადა.მან აღნიშნა, რომ ამით მოსკოვი ევროპაში ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის განთავსებას უპასუხებს.