ვეტო, რომელიც რუსეთმა და ჩინეთმა სირიის საკითხზე გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას დაადეს, ბაშარ ასადის ხელისუფლებას შესაძლებლობას აძლევს გააგრძელოს ომი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა განაცხადა.
. თავის სიტყვაში, გენერალურმა მდივანმა დასვა კითხვა: „კიდევ რამდენი ადამიანი უნდა დაიღუპოს, ვიდრე სირია შეწყვეტს სამოქალაქო ომისკენ სვლას?".
სირიის ხელისუფლება კვლავინდებურად აგრძელებს რეპრესიებს მისი რეჟიმის მოწინაარმდეგეთა მიმართ. მიმდინარეობს ქალაქ ხომსის საარტილერიო დაბომბვა.
ქვეყნის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა პირობა მისცა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს, რომ მზად იყო ყველა დაპირისპირებულ მხარესთან დიალოგისთვის. აღნიშნულ დაპირებას დასავლეთის ქვეყნები სკეპტიკურად უყურებენ.
შეგახსენებთ, რომ უშიშროების საბჭოზე სირიის საკითხის განხილვისას რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა 13 სახელმწიფომ, ხოლო ორმა მუდმივმა წევრმა, რუსეთმა და ჩინეთმა, პროექტს ვეტო დაადეს.