"ირანს იმის კარგი საშუალება აქვს, რომ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მდებარე ამერიკულ სამხედრო ძალას დარყტმა მიაყენოს", - ეს განცხადება მოსკოვში მოწყობილ პრესკონფერენციაზე რუსეთში ირანის ელჩმა მაჰმურ რეზა საჯაიმ გააკეთა.
"ირანს აქვს ძალიან კარგი შესაძლებლობები, აშშ-ს საპასუხო დარტყმა მსოფლიოს ნებისმიერ წერილში მიაყენოს. ამჟამად ამერიკა ავღანეთისა და ერაყის ჭაობშია ჩაფლული. იმ დროს, როდესაც მათ ხელები უკვე იდაყვებამდე აქვთ გასვრილი ლიბიელი ხალხის სისხლით, იმ დროს, როდესაც აშშ-ში ეკონომიკური კრიზისია, ირანზე თავდასმა მათთავის თვითმკვლელობის ტოლფასი იქნება", _ განაცხადა დიპლომატმა.
"ამერიკელებმა კარგად იციან, თუ რა ქვეყანაა ირანი და ჩვენი პოტენციალიც", _ დასძინა მან.
აღსანიშნავია, რომ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში აშშ-მ და ევროკავშირმა ირანის საწვავის სექტორის მიმართ სანქციები შემოიღეს. სანქციების ბოლო რაუნდი კი მას შემდეგ გაჩნდა, რაც ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ გამოქვეყნა ანგარიში, სადაც ნათქვამია, რომ ირანი ბირთვული იარაღის შექმნაზე მუშაობს.