თურქეთის მთავრობამ სირიაში არსებული ძალადობის შესაჩერებლად დიპლომატიური აქტურობა მკვეთრად გაზარდა. თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯებ ტაიიპ ერდოღანი სატელეფონო საუბარს გამართავს რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვდევთან, რომლის დროსაც სირიაში არსებული კრიზისის განხილვას აპირებს.
რუსული მხარის მიმართ კრიტიკა გაისმა მას შემდეგ, რაც გასულ კვირას მან ვეტო დაადო გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას, რომელიც სირიაში მშვიდობიან დარეგულირებას გულისმობდა.
ამასთან, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აჰმედ დავუთოღლუ აშშ-ში გაემგზავრა, სადაც იგი აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონთან აპირებს მოლაპარაკებების გამართვას. მისი თქმით, თურქეთი უახლოეს მომავალში სირიის საკითხთან დაკავშირებით საერთაშორისო კონფერენციის მოწვევას გეგმავს.