პოპულარულმა მომღერალმა იოსებ კობზონმა მიიღო გადაწყვეტილება, დაასრულოს თავისი კარიერა. მისი ბოლო გამოსვლა სცენაზე საიუბილეო ტურნეს ფარგლებში იქნება.
"წელს სამჯერ 25 წლის ვხვდები. საიუბილეო ტურნეში, რომელიც 60-წლის ასაკში გავმართე, განვაცხადე, რომ ვტოვებ დიდ სცენას. მაშინ ყველაფერი საპირისპიროდ მოხდა. ამჯერად დანამდვილებით მსურს დავსვა წერტილი, იმიტომ, რომ გრძელი გზა გავიარე. შევეჩვიე სრული ძალებით მუშაობას, მაგრამ ვგრძნობ, ძალები და ჩემი პერსონის მიმართ ინტერესი იკლებს. ღირსეულად მსურს დიდი სცენის დატოვება", - აცხადებას კობზონი.
კობზონის ტურნეს მთავარ მოვლენად მიიჩნევენ კონცერტს, რომელიც კრემლის სასახლეში გაიმართება სექტემბერში, სადაც იგი თავის მრავალრიცხოვან გულშემატკივარს დაემშვიდობება. მომღერალი აპირებდა ბოლო ტურნეს გამართვას უცხოეთშიც, მარგამ ამ ეტაპზე მას პრობლემები შეექმნა -აშშ-ის მთავრობა მომღერალს ვიზას არ აძლევს.