გელათის აკადემიაში ალბომის "გელათური ხელნაწერები" პრეზენტაცია გაიმართა. ალბომში შესულია ქართული მწიგნობრობის გამორჩეულ ცენტრთან გელათთან დაკავშირებული ხელნაწერები, ისტორიული დოკუმენტები და სხვა საარქივო მასალა. გამოცემა პროექტის ნაწილია, რომელის ფარგლებშიც ასევე გელათის ბიბლის რესტავრაცია-კონსერვაცია, გელათური ხელნაწერების ალბომისა და ღია ბარათების გამოცემა ხორციელდება.
გარდა ალბომის პრეზენტაციისა, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერ-თანამშრომლები ლექციას გელათის სამწიგნობრო ცენტრისა და გელათთან დაკავშირებული ისტორიული დოკუმენტის შესახებ წაიკითხავენ.
ალბომი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გამოიცა.
პროექტის მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და ქ. ქუთაისის მერია.