არგენტინის პრეზიდენტმა კრისტინა ფერნანდეს დე კირშნერმა განაცხადა, რომ ბრიტანეთის ქმედებების გამო აპირებს ოფიციალური საჩივრით გაეროს მიმართოს.
არგენტინის პრეზიდენტმა ბრიტანეთის ქმედებებს სამხრეთ ატლანტიკის მილიტარიზაცია უწოდა.
თავის გამოსვლაში მან განაცხადა,რომ XXI საუკუნში კოლონიის ქონა ანაქრონიზმია.
მისი თქმით, ამ რაიონში ბრიტანული სამხედრო გემის "დონტალესის" განთავსება საფთხეს უქმნის საერთაშორისო უსართხოებას და ამ ფაქტს, შესაძლოა, მილიტარიზაცია ეწოდოს.
მან ასევე გააკრტიკა ფოკლენდის კუნძულებზე პრინც უილიამის ჩასვლა, რომელიც იქ სამხედრო სამსახურს გადის.
შეგახსენეთ, რომ ფოლკლენდის კუნძულებთან დაკავშირებით დიდ ბრიტანეთსა და არგენტინას შორის შეიარაღებული კონფლიქტი მოხდა.