ანიმაციურ ფილმზე, სახელწოდებით "ნაძვის ბაბუ", სტუდია "მიფასი ფილმმა" მუშაობა დაასრულა. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" სტუდია "მიფასი ფილმის" ხელმძღვანელმა ზურაბ დიასამიძემ აცნობა.
ფილმის მომზადებაში, პროფესიონალებთან ერთად, ბორჯომის სამხატვრო სასწავლებლის მოზარდებიც მონაწილეობდნენ.
აღსანიშნავია, რომ 2012 წელს სამხატვრო სასწავლებლებში, სადაც მოზარდებმა უორქშოფ "მიფასი ანიმაციის" მსვლელობისას ანიმაციის მიმართ დიდი ინტერესი გამოიჩინეს, დაიგეგმა სამხატვრო ჯგუფების გახსნა, სადაც მოსწავლეები შეისწავლიან ანიმაციის გაკეთებას.