ელისეის სასახლე პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის საჭმელისა და სასმელის უზრუნველსყოფად ყოველდღიურად სოლიდურ თანხას - 15 ათასი დოლარამდე ხარჯავს, - იუწყება სანდი ტაიმსი.
პრეზიდენტის მომსახურებაზე დანახარჯის ოდენობით ელისეის სასახლემ ბრიტანეთის სამეფო კარის დანახარჯს გადააჭარბა. ეს ხდება იმ ვითარებაში, როდესაც ცნობილია, რომ სარკოზი არ არის დიდი გურმანი და საერთოდ არ სვამს ალკოჰოლს, მათ შორის, ცნობილ ფრანგული ღვინოებს.
თუმცა სარკოზი ტკბილეულობის დიდი მოყვარულია. კარლა ბრუნთან ქორწინებამდე იგი საკმაოდ დიდი რაოდენობით ტკბილეულსა და შოკოლადს მიირთმევდა. 57-წლის პრეზიდენტის მეუღლემ, ცნობილმა მოდელმა, პრეზიდენტის ოჯახში ტკბილეულზე შეზღუდვებიც კი დააწესა.
"სანდი ტაიმსის" ცნობით, ელისეის სასახლის ქვეშ მდებარეობს სარკოზის კუთვნილებაში არსებული ავტოსადგომი, რომელიც 121 მანქანას იტევს. გამოცემის ინორმაციით, პრეზიდენტის ავტომობილებისთვის ბენზინის ყოველწლიური დანახარჯი 400 ათას დოლარს აღწევს.
ელისეის სასახლეს განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს პრესის მიმართ. მხოლოდ ბეჭდურ გამოცემებში დღეში 1,5 ათასი დოლარი იხარჯება.