რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ იგი ვერ ხვდება დასავლეთისა და სპარსეთის სრუტის ქვეყნების ლოგიკას, რომლებმაც თავიანთი ელჩები სირიიდან გაიწვიეს.
"არ მინდა, შეიქმნას შთაბეჭდილება, თითქოს ეს პროცესები, რომელიღაცა ლოგიკის მიერ არის ნაკარნახები. ჩვენ ვერ ვუგებთ ამ ლოგიკას ისევე, როგორც ვერ ვიგებთ გადაწყვეტილებას არაბული ქვეყნების ლიგის დამკვირვებელთა მისიის ნაადრევად შეწყვეტის შესახებ", - განაცხადა ლავროვმა.
ექსპერტების მოსაზრებით, ელჩების გაწვევა, შესაძლოა, სირიისთვის გაფრთხილებად იქცეს.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთმა, იტალიამ, დანიამ, ბრიტანეთმა, აშშ-მ კონსულტაციისთვის სირიიდან თავიანთი ელჩები გამოიწვიეს.
ამავდროულად, სირიის ჯარები ქალაქ ჰომსის არტილერიულ დაბობვას განაგრძობენ. ბი-ბი-სის იინფორმაციით, ოპოზიციიის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ბოლო რვა საათის განმავლობაში დაღუპულია 47-მშვიდობიანი მოქალაქე.
ქალაქი, რომელიც ამბოხებულთა მთავარი საყდენია, სამთავრობო ძალებმა ალყაში გასულ კვირას მოაქციეს.
ქვეყნის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მზად არის დიალოგისთვის ქვეყნის ყველა პოლიტიკურ ძალასთან.
ამ განცხადებასთან დაკავშირებით, ვაშინინგტონმმა გამოთქვა ეჭვი, რომ ასადის მიერ რუსეთისთვის მიცემული პირობა "ცარიელი სიტყვებია".