სირიაში მიმდინარე ძალადობას ისეთი ზომების გარეშე, როგორიც არის მაგალითად ფრენების აკრძალვა ქვეყნის თავზე. ეს განცხადება სირიის ნაციონალური საბჭოს წარმომადგენელმა რადვან ზიარდმა გააკეთა ავსტრალიურ ტელეკომპანიასთან "ABC" სთან საუბარში.
"არა მგონია, რომ ისეთი ქმედებების გარეშე, როგორიც არის სირიის თავზე არასაფრენი ზონის გამოცხადება ბაშარ ასადი გაიგებს მისთვის გაგზავნილ სიგნალს შეაჩეროს მკვლელობები", _ განაცხცადა სირიელმა ოპოზიციონერმა. მან ასევე განაცხადა ის, რომ საერთაშორისო საზოგადოება უმოქმედოდ არ უნდა იყოს და მორიგ ვეტოს არ უნდა დაელოდოს.
ამას გარდა, ოპოზიციონერი ასევე მიიჩნევს, რომ სირიის ხელისუფლებასთან დიალოგი შეუძლებელია და რომ ბაშარ ასადი საერთაშორისო სასამართლოს წინაშე უნდა წარსდგეს.