რუსეთში აშშ-ს ელჩი რუსეთში მაიკლ მაკფოლი "Russia Today"-ს მთავარ რედაქტორს მარგარიტა სიმონიანს სიცრუეში ადანაშაულებს. მისადმი მიმართვისას, აშშ-ს ელჩი ახსენებს სიმონიანს, რომ მან ერთხელ თეთრ სახლში გამართული შეხვედრისას თავად სთხოვა მაკფოლს ეცნობებინა მისთვის თუკი ტელეარხზე სიცრუე გაჟღერდებოდა.
"დღეს ტელეარხზე გაჟღერდა, რომ მაკფოლმა ნავალნი იელში გააგზავნა. ეს სიცრუეა", _ წერს ამერიკელი დიპლომატი "ტვიტერში".
საუბარი მიდის 4 თვიან პროგრამაზე საერთაშორისო ლიდერებისა და პროფესიონალების მომზადების შესახებ აშშ-ს იელის უნივერსიტეტში, რომელიც 2010 წელს გაიარა იურისტმა, ანტიკორიფციული პროგრამების დამფუძნებელმა ალექსეი ნავალნიმ.
ამის საპასუხოდ სიმონიანმა ასევე ბლოგის საშუალებით უპასუხა ელჩს: "არ დაგვასაქმა ელჩმა?! დავსვი ბიჭები და ყველა პროგრამას უყურეს, ყველა ჩვენს ხუთივე არხზე და ვერაფერი მსგავსი ვერ ნახეს", - დაწერა სიმონიანმა.