ინდოეთის სამხრეთის შტატ კარნატაკის სამი მინისტრი იძულებული გახდა თანამდებობიდან გადამდგარიყო, იმის გამო რომ სახელმწიფო ასამბელის სხდომაზე პორნოფილმს უყურებდნენ.
ბი-ბი-სის ინფორმაციით, ერთ-ერთი მინისტრი მთავრობაში ქალთა და ბავშთა დაცვის საკითხებს კურირებდა.
ადგილობრივმა ტელეარხებმა გამოაქვეყნეს ვიდეო ჩანაწერი, რომელზეც ჩანს თუ როგორ უყურებს ერთ-ერთი მინისტრი ვიდეორგოლს საკუთარ ტელეფონში და შემდგომ შთაბეჭდილებებს საკუთარ კოლეგებს უზიარებს. ფაქტი ასამბლეის სხდომაზე ხდება.
სამივე მინიტსტრი უარყოფს იმ ფაქტს რომ ისინი პორნოს უყურებდნენ.
პარტიამ, რომლიც წევრებიც მინისტრები არიან აღნიშნულ ფაქტს სასირცხვილო უწოდა.