ვლადიმერ პუტინის გარემოცვა ისტერიულ პიარკამპანიაზე გადადის. ინტერნეტში გავრცელდა ვედეორგოლი, რომლის ავტორებიც ცდილობენ წარმოიდგინონ, რა იქნება რუსეთში ვლადიმერ პუტინის გარეშე.
"რუსეთი პუტინის გარეშე? აპოკალიფსი ხვალ!" ასეთი სახელწოდების ვიდეორგოლის ანოტაციაში ავტორები წერენ: "ჩვენ გვსურდა დაგვენახებინა, რა მოუვა რუსეთს პუტინის გარშე. არჩევანი თქვენზეა..."
ვიდეოს ავტორები იწუყებიან, რომ პუტინის გარეშე რუსეთში ეთნიკური წმენდა, ძალადობა და სამოქალაქო ომი დაიწყება.
ვიდეორგოლი რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმებით იწყება, რასაც ქრონოლოგიურად დალაგებული მოვლენები მოსდევს. კლიპში არცთუ ისე მცირე ადგილი საქართველოს უჭირავს. ვიდეოს ავტორები ამომრჩეველს ასე აშინებენ: "შექმნილი დაძაბული მდგომარეობით სარგებლობს საქართველო და რვადღიანი საბრძოლო მოქმედებების წარმოების შედეგად სამხრეთ ოსეთსა და კრასნოდარის მხარის ოკუპაციას ახდენს", ასევე: "საქართველო სოჭში 2014 წლის ოლიმპიადას მასპინძლობს, რომელზედაც გუნდები რუსეთის ფედერაციიდან არ დაიშვებიან.. ოლიმპიადის გახსნის საზეიმო კადრების ტრანსლირების პარალელურად მოსკოვის ცენტრში ბოლოტნი მოედანზე ძალადობა მძვინვარებს..."