სირიაში საქართველოს მოქალაქის დაკავება მის ბიზნესსაქმიანობსთანაა დაკავშირებული და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან მას არავითარი კავშირი არა აქვს. სირიაში საქართველოს საელჩო ამჟამად საქართველოს მოქალაქის დაკავების გარემოებებსა და მიზეზებს იძიებს.
საქართველოს ელჩის სირიასა და ეგვიპტეში, არჩილ ძულიაშვილის თქმით, სირიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აქამდე პრობლემები არ შეჰქმნიათ და ამ დრომდე არც ერთ მათგანს საქართველოს საელჩოსთვის არ მიუმართავს.
"დაკავებულია საქართველოს მოქალაქე და მისი დაკავება დაკავშირებულია მის ბიზნესსაქმიანობასთან. რა დარღვევა ჰქონდა, რა ბიზნესი ჰქონდა, სამწუხაროდ, ჯერ ვერ ვიტყვით, ვარკვევთ, მაგრამ ეს ადამიანი იყო ბიზნესსაქმიანობით დაკავებული და ყველა საკითხი, რომელიც მის დაკავებასთან არის დაკავშირებული, მის საქმიანობას უკავშირდება. სირიაში მიმიდინარე არეულობებში ამ ადამიანს მონაწილეობა არ მიუღია", _ აცხადებს ძულიაშვილი.