სირიის ქალაქ ხომსის ახლოს ტანკები გამოჩნდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ ტელერადიოკომპანია "ბი-ბი-სი" ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ტანკები ქალაქის მახლობლად იმყოფებიან, თუმცა ქვეითი ჯარი ჯერჯერობით ქალაქში არ შესულა.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სირიის ჯარმა ქალაქ ხომსის საარტილერიო დაცხრილვა განაახლეს.
შეგახსენებთ, რომ დღეს სირიაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი იმყოფებოდა. მან სირიის პრეზიდენტთან ბაშარ ასადთან შეხვედრა გამართა და ამ შეხვედრას "დროული და სასარგებლო" უწოდა.