რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი მიიჩნევს, რომ რუსეთში საარჩევნო კამპანიის დროს ჩრდილოეთ კავკასიელი ბოევიკების გააქტიურების საშიშრობა არსებობს. ამის შესახებ მედვედევმა "ეფ-ეს-ბეს" კოლეგიის სხდომაზე განაცხადა.
"არ არის გამორიცხული, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს ბანდიტური დაჯგუფებები ჩრდილოეთ კავკასიაში გააქტიურდნენ, რის გამოც ვითხოვ, მაგ მხრივ მიმართული ეფექტიურობის გაზრდას,"- განაცხადა მედვედევმა.
მედვედევის თქმით, აუცილებელია ექსტრემისტების სავარაუდო პროვოკაციების გამომჟღავნება და აღმოფხვრა.