ბარსელონასში 88 წლის ასაკში ცნობილი მხატვარი და სკულპტორი ენტონი ტაპიესი გარდაიცვალა. ავანგარდულ ჟანრებში და მიმართულებებში მოღვაწე მხატვარმა მსოფლიო აღიარებას მიაღწია. მისი ნამუშევრები მსოფლიოს წამყვან მუზეუმებშია გამოფნილი. ზოგიერთი ექსპერტი მას "მე-20 საუკუნის უდიდეს მხატვრად" მიიჩნევს.
საკუთარ საქმიანობაში მან სხვადასხვა მასალა, მოტივები და ტექნიკა გამოიყენა. დიდ უპირატესობას თანამედროვე ცივილიზაციის "ნარჩენებს" ანიჭებდა. მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარია სამმეტრიანი წინდის ქანდაქება, რომელსაც ტერფზე დიდი ნახვრეტი აქვს.
ტაპიესის ნაშრომების პირველი გამოფენა 1950 წელს ბარსელონაში გაიმართა, სამი წლის შემდეგ მის ნაშრომები აშშ-ისა და ევროპის ქვეყნებში გამოჩნდა. 2010 წელს ესპანეთის მეფემ მხატვარი მარკიზის ტიტულით დააჯილდოვა.