სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა განაცხადა, რომ მას ქვეყანაში ძალადობის შეწყვეტა სურს. ეს განცხადება სირიაში მყოფმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გააკეთა.
"ძალიან სასარგებლო შეხვედრა ჩავატარეთ სირიის არაბული რესპუბლიკის ხელმძღვანელობასთან და გამოვთქვით მზადყოფნა, ყოველმხრივ ხელი შევუწყოთ კრიზისიდან უსწრაფეს გამოსვლას იმ პოზიციის საფუძველზე, რომელიც არაბული სახელმწიფოების ლიგამ ჩამოაყალიბა. კერძოდ, სირიის პრეზიდენტმა დაგვარწმუნა, რომ სავსებით უჭერს მხარს ძალადობის შეწყვეტას, საიდანაც არ უნდა მოდიოდეს ის", _ განაცხადა ლავროვმა და დამასკოში ვიზიტს "სასარგებლო და დროული" უწოდა.
რუსეთი საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში ბაშარ ასადი რეფერენდუმის თარიღს გამოაცხადებს, რომელიც ქვეყნის ახალ კონსტიტუციასთან იქნება დაკავშირებული.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა და ჩინეთმა უკვე მეორედ ბლოკირება მოახდინეს გაეროს უშიშროების საბჭოს ახალი რეზოლუციისა, რომელიც სირიაში არსებული სიტუაციისადმი იყო მიძღვნილი, სადაც გასული წლის მარტიდან არმიასა და ოპოზიციას შორის დაპირისპირება გრძელდება.
2011 წლის მარტიდან ამ შრტაკებებში გაეროს მონაცემებით უკვე 5 ათასზე მეტი სირიელია დაღუპული. ოპოზოცია ბაშარ ასადის გადადგომას მოითხოვს.