ადამ ლამბერტი უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ იგი ჯგუფ "ქუინის" ახალი ვოკალისტი გახდება.
ლამბერტმა დიდი პოპულარობა მოიპოვა ამერიკულ ნიჭიერში "ამერიქან იდოლში" მონაწილეობის დროს. 2009 წელს ერთერთი შოუს პროგრამის ფარგლებში ლამბერტი ჯგუფ ქუინის ორ მონაწილესთან, ბრაიან მეისა და როჯერ ტეილორთან ერთად გამოვიდა. 2011 წელს მათ მორიგი გამოსვლა MTV-ის European Music Awards -ის დაჯილდოვების დროს ჰქონდათ.
2012 წლის დასაწყისში ლამბერტმა თითქოს დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იგი ჯგუფ "ქუინთან" თანამშრომლობაას გაგრძელებდა. ლამბერტმა განაცხადა, რომ მისთვის დიდი პატივია მეემთან და ტეილორთან მუშაობა და რომ იგი ფრედი მერკურის სრულყოფილ შემცვლელი ვერასოდეს გახდება. ახლა კი შემსრულებელი აცხადებს, რომ მისი რეპლიკები უბრალოდ ამოგლეჯილი იქნა კონტექსტიდან.
"საერთო გამოსვლას MTV-ის European Music Awards -ზე ვგულისხმობდი", - აცხადებს ლამბერტი.
შეგახსენებთ, რომ "ქუინის" ვოკალისტი ფრედი მერკური 1991 წელს გარდაიცვალა. 2004 წელს ჯგუფმა პოლ როჯერთან თანამშრომლობა დაიწყო, რაც 2009 წლამდე გრძელდებოდა.