საფრანგეთმა და იტალიამ კონსულტაციისთვის სირიიდან თავიანთი ელჩები გამოიწვიეს. ინფორმაციას ამის შესახებ საფრანგეთისა და იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროები ავრცელებენ.
თუმცა იტალიის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ იტალიის საელჩო ღია იქნება და გააგრძელებს ყურადღებით დაკვირვებას უკიდურესად მძიმე კრიზისზე.
შეგახსნებთ, რომ აშშ-მ თავისი დიპლომატები სირიიდან სრული შემადგენლობით უკვე გაიწვია.