თურქეთი სირიის საკითხთან დაკავშირებით ახალ ინიციატივაზე მუშაობს. როგორც თურქეთის პრემიერ-მინისტრმა, რეჯეპ ტაეპ ერდოღანის თქმით, ეს წინადადება იქნება იმ ქვეყნებისთვის, რომლებმაც გაერო-ს რეზოლუციას სირიასთან დაკავშირებით მხარი დაუჭირეს.
"ჩვენ ვმუშაობთ ახალ ინიციატივაზე, რომელსაც შევთავაზებთ იმ ქვეყნებს, რომლებიც დგანან სირიელი ხალხთან და არა ბაშარ ასადის მთავრობასთან", - განაცხადა ერდოღანმა.
როგორც "ალ-არაბია" იუწყება, ერდოღანი ინიციატივის დეტალებზე საუბრისგან ამ დროისთვის თავს იკავებს.
"პროცესი, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში განვითარდა, არის ფიასკო ცივილიზებული სამყაროსი", - აღნიშნა თურქეთის პრემიერმა.
შეგახსენებთ, არაბული ლიგის მიერ ინიცირებულ რეზოლუციას, რომელიც სირიასთან დაკავშირებით შემუშავდა, გაეროს უშიშროების საბჭოს 15 მუდმივმოქმედი საბჭოს წევრისგან მხოლოდ ორმა - რუსეთმა და ჩინეთმა დაადეს ვეტო.