რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორი მიხაილ ფრადკოვი დამასკოში ჩავიდნენ. მათ პრეზიდენტ ბაშარ ასადთან მოლაპარაკებები უნდა ჩაატარონ. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
რუსული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ლავროვი და ფრადკოვი დამასკოში რუსეთის პრეზიდენტის დავალებით ჩავიდნენ იმისათვის რათა სირიაში შექმნილი კრიზისიდან მშვიდობიანი გამოსავლის გზები მოძებნონ.
მოსალოდნელია, რომ რუსული დელეგაციის წარმომადგენლები სირიის პრეზიდენტს რუსეთის სახელმწიფოს მეთაურის გზავნილს გადასცემენ.
მასალის გამოყენების პირობები