თებერვალში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 15 ახალი ჰიდროელექტოსადგურის მშენებლობა დაიწყება, - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრეს-სპირეკმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა იმ პოლიტიკის გაგრძელებაა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება 2003-2004 წლიდან ეწევა.
"ეს არის საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მყარი გარანტიების შექმნა. მთლიანობაში ამ პროექტში მხოლოდ ამ წლის განმავლობაში 13 ათასი ადამიანი დასაქმდება. ჩვენი მთავარი ამოცანაა რომ ქვეყანა აღარ დაუბრუნდეს წარსულს და იმ პრობლემებს, რომელიც ჰქონდა თითოეულ ჩვენგანს", - განაცხადა მანჯგალაძემ.
მისი თქმით პრეზიდენტისთვის თებერვლის თვე ძალიან დატვირთული იქნება. გარდა ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის დაწყებისა, ასევე გაიხსნება რამდენიმე ახალი საავადმყოფო და მოხდება რამდენიმე პროექტის პრეზენტაცია განათლების სფეროში.