დღეს, 7 თებერვალს, სირიის დედაქალაქ დამასკოში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და რუსეთის საგარეო დაზვერვის შეფი სერგეი ფრანდკოვი ჩავლენ.
ვიზიტის მიზანი არ ხმაურდება. როგორც ლავროვმა განაცხადა ის „ამის შესახებ პირდად პრეზიდენტ ასადს ვეტყვი".
პარალელურად კი სირიის სამთავაროობო ჯარებმა ქალაქ ხომსის მიმართულებით სროლები გაახლეს.
ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებით, გუშინ ხომსში 50 ადამიანი დაიღუპა. ქვეყნის ხელისუფლება აცხადებს, რომ ქალაქზე იერიში მანამ არ შეწყდება ვიდრე ოპოზიციის ძალები იარაღს არ დაყრის.